კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 3 სენაკში 3 კი ფოთში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი ფოთში სამი კი სენაკში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ფოთში „კოვიდ 19“ ერთი ოჯახის წევრებს დაუდგინდა. მათივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება სენაკს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ ერთ-ერთი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებს დაუდგინდა. მათივე თქმით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ, სხვები კი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი