კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 98-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4876 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 პაციენტი რჩება.

კორონავირუსისგან ჯამში 18 ადამიანი განიკურნა.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 723 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი