კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი