საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 4 627 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 711 255-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 652 505 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 961 პაციენტი ემსხვერპლა.