საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 71 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 3193 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 925 354-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 885 056 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 583 პაციენტი ემსხვერპლა.