კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი, ხოლო 3 957 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 850 102-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 792 158 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 119 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი