საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 4348 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 755 046-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 693 129 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 509 პაციენტი ემსხვერპლა.