საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრების გარეშე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ღონისძიებებს გამართავს.
31 აგვისტოს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა ორსანტიაში და ანაკლიაში, მათ შორის შეხვედრა ქართველ მწერლებთან. მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით.
პროგრამის ორგანიზატორები ინფორმაციით, 17:30 – 17:55 საათამდე, ლექცია წაიკითხავს ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ლევან ბერძენიშვილი. 18:00 – 18:25 საათზე კი გიორგი კეკელიძე გაუძღვება ლექციას, ილია ჭავჭავაძის შესახებ.
18:30 – 18:45 საათზე, მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმი „ფრანი“ ჩვენება გაიმართება.
18:50 საათზე, ორსანტიის საჯარო სკოლის 7 წარჩინებული მოსწავლეს დააჯილდოებენ.
20:00 საათზე კი ღონისძიებების პირველ დღე, ანაკლიის ციხეში კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ: ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე და ნინო გულიაშვილი.
პირველ სექტემბერს კი ღონისძიებების განრიგი ასეთია:
13:00 საათზე, ანაკლიის ცენტრში ღია სამკითხველოს გახსნა, ხოლო 13:30 – 14:15 საათზე კონცერტი, ჯგუფის „Under 7”-ის მონაწილეობით, რომლითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – „კულტურა საზღვრების გარეშე“ ორდღიანი პროგრამა დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს, კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას.