ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქცია მოლაპარაკებით დასრულდა

დღეს დილიდან გარემოვაჭრეები, რომელთა სავაჭრო კონსტრუქციები წუხელ გვიან ღამით დაშალეს, საპროტესტო აქვია გამართეს. მათი განცხადებით, კონსტრუქციებთან ერთად, მათი სავაჭრო საქონელია გადაყრილი. მერიაში, კი აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეების სავაჭრო საქონელი ბაზრის ადმინისტრაციის დაცვას ჩააბარეს.

მოგვიანებით,  აქციის მონაწილეებმა მერიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ მხარის რწმუნებული შეხვდა. გუბერნატორმა გარემოვაჭრეებს მოლაპარაკება შესთავაზა, რაზეც თავდაპირველად უარი მიიღო, თუმცა მოგვიანებით დათანხმდნენ მოლაპარაკებას.

შეხვედრაზე, აქციის მონაწილეებთნ ერთად იმყოფებოდა ანი წითლიძე, როგორც მან “newsportal.ge”-ს განუცხადა,  გუბერნატორმა გარემოვაჭრეებს პირობა მისცა, რომ 27 აგვსიტომდე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, ხოლო 28 აგვისტოდან, ხუთი დღის განმავლობაში წყლის კომპანია თავის სამუშაოს შეასრულებს, ამის შემდეგ გარემოვაჭრეები შეძლებენ ვაჭრობის გაგრძელებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი