ლაშა გოგია – 2018 წელს ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ოქტომბერში  ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ქირია  წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს  საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ოქტომბეში წლობით არსებობდა გზის პრობლემა, რომლის მოგვარებაც წელს ჩვენ შევძელით. დავიწყეთ გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც 2018 წელს დასრულდება და მოხდება მთლიანად ოქტომბერის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე)  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია“-განაცხადა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

ლაშა გოგიამ ამომრჩევლებს   სამოქმედო გეგმა გააცნო  და აღნიშნა, რომ 2018 წელსოქტომბერში  დაიწყება გაზიფიცირება და ორი წლის განმავლობაში, ზუგდიდში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. აშენდება საბავშო ბაღი, განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოხდება ოქტომბერი მარქსის გზის რეაბილიტაცია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი