ლაშა გოგია – ანაკლიაში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა იწყება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ანაკლიას ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა ესართია  წარუდგინა. მერობის კანდიდატმა  ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენ წლის ბოლოს ანაკლიაში არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობას ვიწყებთ, რომლითაც მთავარ პრობლემას უმუშევრობას მნიშვნელოვანწილად მოვაგვარებთ. პორტში დასაქმებულთა უმრავლესობა  ადგილობივი მოსახლეობა იქნება. ეს პროექტი იყო თაობების ოცნება და ჩვენ შევძელით ამის განხორციელება“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატის განცხადებით, პორტთან ერთად ანაკლიისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი, ანაკლიაში წელს პირველ ბიზნეს ფესტივალ „ანაკლიობა“-ს ჩაეყარა სააფუძველი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. USAID-ის დახმარებით მოხდა ადგილობრივი, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელების გადამზადება და რეგისტრირება საერთაშორისო გაყიდვების ვებ-გვერდებზე.

შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ანაკლიაში მოეწყობა გარე განათება, სანიაღვრე არხი, კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი