ლაშა გოგია კორცხელისა და ბაშის ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია კორცხელისა და ბაშის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ ბერანძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს განხორციელებული პროექტები და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ამ სოფელში წელს ჩვენ ავაშენეთ კორცხელისა და ჭკადუაშის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ბუნებრივია,, ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. წელს ეს პრობლემა მოგვარდა, რისთვისაც 126 917 ლარი დაიხარჯა. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 27 ახალი საავტომობილო ხიდი ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 63 ხიდს”- აღნიშა ლაშა გოგიამ.

შეხვედრის დასასრულს მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. კორცხელში მოხდება სათორდიო-საჭითანაოს უბანში გზის რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათება. ბაშში აშენდება საბავშვო ბაღი, ბაში-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათება, რეაბილიტირდება ცენტრალური გზა, ჩატარდება წყალმომარაგების სამუშაოები და კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი