ლაშა გოგიას შეხვედრა ჭკადუაშის და კოლხეთის უბნის მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ჭკადუაშის ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა ზარქუა   წარუდგინა. ლაშა გოგიამ ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომლის მოგვარება ჩვენ შევძელით, განვახორციელეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 700 000 ლარამდე დაჯდა, მომდევნო წელს განვახორციელეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე ეტაპს. ასევე მოვაგვარეთ სასმელი წყლის პრობლემა, მოვაწყვეთ წყალმომარაგების ქსელი, რომლის ღირებულებამ 200 000 ლარამდე შეადგინა“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

შეხვედრის ბოლოს ლაშა გოგიამ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, სადაც გათვალისწინებულია გარე განთებისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, კოლხეთის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ლაგვილავასთან ერთად ამომრჩეველს შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარუდგინა.

ლაშა გოგიამ შეხვედრის მეორე ნაწილში მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს ინდივიდუალურად გაეცნო.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი