ლაშა გოგია ტყაიას და ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სოფელ ჩხორიაში  და ტყაიაში ამომრჩევლებს შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ თორდია  წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენ ჩხორიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ მოვაწყვეთ სანიაღვრე არხი, გარე განათება, მოვაწესრიგეთ შიდა გზები, განახორციელეთ გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ  300 000 ათასამდე ლარი შეადგინა. ასევე, ჩხორიაში ვაშენებთ მესამე სოციალურ სახლს, რომლის მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა  ლაშა გოგიამ.

მისივე თქმით, მომავალ წელს განხორციელდება ზემო ჩხორიას გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, გზის რეაბილიტაცია ასევე მოხდება საფიფიოს უბანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლს და აშენდება საბავშო ბაღი.

მეორბის კანიდატმა ტყაიაში მოსახლეოაბასთან საუბრისას აღნიშნა, რომ  რომ ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს გზის რეაბილიტაცია დასრუდლება.

„ტყაიაში ძირითად პრობლემას მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი წარმოადგენდა, რომელმაც არაერთხელ შეგიქმნათ საფრთხე. ჩვენ, წელს ეს პრობლემა გადავწყვიტეთ, მდინარე ენგურზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარამდეა. განვახროციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი – ტყაიაში მოვაწყვეთ ბეტონის საფარი, რომლის ღირებულება, ეს გზა ავარიული იყო და ყველას გახსოვთ, როგორ ჭირდა აქ გადაადგილება, ასევე მოვაწესრიგეთ შიდა გზები, მოვაწყვეთ სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები, ”  – განაცხადა  ლაშა გოგიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი