ლევან შონია – 9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, გუბერნატორის განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, პირადად მე და მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისუფებას! 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის.

9 აპრილი, ჩვენი ქვეყნისთის  არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო.

ქართული სახელმწიფო 9 აპრილის მონაპოვარზე დგას, ის რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნდა სწორედ მაშინდელი ბრძოლის შედეგია.

1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. ქედს ვიხრი აზას  დედის და ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე ვინც 28 წლის წინ თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, – აღნიშნულია გუბერნატორის განცხადებაში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი