საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის ოჯახმა აქცია გამართა

ენგურის ხიდთან საოკუპაციო ხაზზე დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მამა-შვილი ენგურის ნაპირთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ცხენის საძებრად, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა იარაღის მუქარის გაღმა ნაპირზე გადაიყვანეს და დააკავეს .ე.წ “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით”.

“ხელისუფლებას ვთხოვთ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ოჯახის წევრების უვნებლად დაბრუნება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომც მოგვთხოვონ, რომ გადავიხადოთ თანხა, ვთხოვთ ყველას, მოგვაქციონ ყურადღება. არც ის ვიცით, სად და რა მდგომარეობაშუი არიან. ჩემი ძმა დამიკავშირდა და თქვა საბუთები გვჭირდებაო და გაითიშა ტელეფონი, მეტი არაფერი ვიცით”, – აცხადებს პაატა როგავას და თინათინ როგავა.

აქციას დღეს “ნაციონალური მოძრაობაც” შეუერთდა, რომელიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

აქციაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველების. სამხარეო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება როგავების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი