ლევან კონჯარია: “მიუხედავად მოქალაქეების დაშინებისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ”

„ნაციონალრუი მოძრაობის“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ ცოტა ხნის წინ ისარგებლა ხმის მიცემის უფლებით და ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დაშინების შესახებ განცხადებაც გააკეთა.

“ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას და მომავალს. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს მოქალაქეების დასაშინებლად და მოსასყიდად, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კონჯარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი