მერაბ ქვარაია: “დღევანდელი დღე თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე იქნება”

„ქართული ოცნების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ამომრჩევლის უფლებით უკვე ისარგებლა. მაჟოიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, არჩევნები, ისევე როგორც პირველ ტურში, დღესაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„მე ხმა მივეცი, ჩვენი შვილების მომავალს, ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას და დარწმუნებული დღევანდელი დღე თითოეული საქართველოს მოქლაქის გამარჯვების დღე იქნება“, – განაცხადა ქვარაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი