ლევან მაკალათია ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი, ლევან მაკალათია, სოფელ ნორიოს მაცხოვრისკარის უბანსა და  თავისუფლების ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და ადგილობრივ საჭიროებებს გაეცნო.

“ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანია, ასევე მოგვარდება მუნიციპალიტეტისათვის დღეს აქტუალური პრობლემები. ჩვენ თქვენ სამსახურში ვართ”, – მიმართა ლევან მაკალათიამ მოსახლეობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი