ლევან მაკალათია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერობის კანდიდატმა ექიმებთან ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა.

„თქვენ დაუღალავათ ზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს შრომა დაგიფასოთ და მადლიერება გამოვხატოთ იმ საქმეებით, რომლის გაკეთებასაც ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო სფეროა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში უამრავი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ შეხვედრაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი