ზუგდიდს შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიეტუვას ქალაქ ნაისაის თეატრი სპექტაკლს გამართავს.
,,გზა სამოთხისკენ“ – წარმოდგენა საქართველოსა და ლიეტუვას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. სპექტაკლი 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
ნაისაის თეატრის დასი, საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და ზუგდიდს გარდა, სპექტაკლებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავს.