პროექტის მიხედვით ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 34 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრა

ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტისა და 2019-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი მერიის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველეთა საბჭოს წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 34 500.0 (ოცდათოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, განათლების სფეროს მხარდაჭერა, კულტურისა და სპორტის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა განისაზღვრა. ჯანდაცვა და სოციალური სფერო -მიმართულია 2,810.0 ლარი, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- მიმართულია 13,816.1 ლარი, განათლება-მიმართულია 6,050.0 ლარი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ პროგრამებზე მიმართულია 3,0260.0 ლარი.

როგორც შეხვედრაზე მაიზერ ნანავამ და გიორგი შენგელიამ აღნიშნეს, ,,2019 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ოპტიმალურადაა დაგეგმილი და მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.“

პროგრამული ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი საკრებულოს გადაეგზავნება და განხილვები საკრებულოს შესაბამის კომისიებში გაგრძელდება”, – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი