ლიეტუვას თეატრმა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს სპექტაკლი მიუძღვნა

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, ზუგდიდში, ლიეტუვას ქ. ნაისაის თეატრმა სპექტაკლი ,,გზა სამოთხისკენ“ გამართა.

საქართველოს თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ლიეტუვის მმართველი „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერის, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.

საზეიმო ღონისძიებები 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს მიერ ლიეტუვაში გამართული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

თეატრი ასევე უფასო სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს.

სპექტაკლს,ზუგდიდის მნუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, პირველ მოადგილე გიორგი შენგელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი