მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

მაშველებმა, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში  დედა-შვილის ცხედრები აღმოაჩინეს. გარდაცვლილი დედა-შვილი, 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. დაშავებულია 3 ადამიანი.

ამ წუთებშიც, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი