რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფოთის მაჟორიტარმა, მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
მინისტრის განცხადებით, მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებაა 18 500 000 ლარია, სამუშაოების პირველი ნაწილი 2015 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. ამჟამად სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.
“მალთაყვის საკურორტო ზონის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფოთის როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებისთვის”, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, პროექტის პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათას ადგილობრივ მცხოვრებს შეადგენს, ხოლო სეზონურად დამატებით 20 ათას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე სრულადაა ადაპტირებული.