აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე სამი ქალბატონი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ორსანტია-ოტობაიას მონაკვეთზე სამი ქალბატონი დააკავეს.მათ ბრალად ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა” ედებათ. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, დაკავებულები სოხუმის ე.წ. დროებითი მოთავსებისიზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. სამივე მათგანს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“Newsportal.ge” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ ცხელი ხაზის და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი