მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში უბედური შემთხვევა მოხდა. 50 წლამდე მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი მამაკაცს ეკუთვნოდა და გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.