ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ერთ-ერთი პირველი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეკონსტრუქცია, განახლება, რომ ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
დღეს, პრემიერ-მინისტრი, ზუგდიდს სტუმრობდა. მამუკა ბახტაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სტუდენტებთან გამართა შეხვედრა. დღესვე, პრემიერმა ბარამიას ქუჩაზე, 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. პრემიერთან ერთად, მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.