პრემიერი – რეგიონში ტურიზმის უფრო განსავითარებლად მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას და გავაორმაგებთ ინვესტიციებს

მინდა ხაზი გავუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს,  მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ ამ მიმართულებით ჩვენს ინვესტიციებს, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

“განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს, ტობოვარჩხილი, ულამაზესი კანიონები, ხავსის სამეფო, დადიანის სასახლე, არ მინდა რამე გამომრჩეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პოტენციალის 10 პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას. ამ ნაწილში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ ამ მიმართულებით ჩვენს ინვესტიციებს. ჯანსაღ და განვითარებულ ტურიზმს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ დღეს არსებული ტემპები არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში. ამიტომ, ტემპები აუცილებლად დაჩქარდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა მორჩეს ვადაში და უნდა დავიწყოთ სხვა, რაც შეიძლება ახალი პროექტები, კიდევ უფრო მოკლე ვადაში”, – აღნიშნა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი