მამუკა ხაზარაძე: “იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის”

“თი ბი სი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ ქმნის პარტიას, რომელიც იქნება სერიოზული ძალა და ის შეცვლის საქართველოს”.

მისი თქმით, “მომავალ პარტიაში ახალი ძალა მოდის და მასში არ იქნებიან რომელიმე ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები”.

“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მთელი საზოგადოება ბოლო 9+9 წლის განხილვებით და ერთდღიანი შოუებით არის დაკავებული. გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი