მამუკა წოწერია: “დარწმუნებული ვარ, სასამართლო ჩვენს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს”

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ სასამართლოში საჩივრების შეტანის ფაქტს დღეს გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია გამოეხმაურა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამგებლის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

წოწერიას თქმით, მათ აქვს დასაბუთებული არგუმენტები, რის საფუძველზეც მიიღეს 27 თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილება.

“არანაირი პოლიტიკური მოტივები და პირადი დამოკიდებულება არ ყოფილა. კომისიამ იმუშავა ობიექტურად და მიუკერძოებლად. გამგებელმა გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაციები და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ის თანამშრომლები, რომელთა კვალიფიკაცია არ იყო მათი თანამდებობებისთვის შესაფერისი. დარწმუნებული ვარ, სასამართლოც გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს და გამგებლის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, – განაცხადა წოწერიამ.

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლთაგან 8-მ საიას დახმარებით სასამართლოს უკვე მიმართა და გამგებლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი