ანკარაში რუსეთის ელჩი დაჭრეს

ანკარაში თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი დაჭრეს. დიპლომატი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქული მედიის ცნობით, ელჩზე შეიარაღებული თავდასხმა ფოტოგამოფენაზე მოხდა, სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო.

დაუზუსტებელი, რომ მასთან ერთად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.

ელჩის დაჭრის ფაქტი რუსეთის საგარეო უწყებაში უკვე დაადასტურეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი