მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღეს.

“დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!

ბრძოლას ვაგრძელებთ!!”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი