მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს ევროპის საბჭოს ჯილდო მიენიჭა

“მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს” განსაკუთრებული მნიშვნელობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო, ევროსაბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ჯილდო მიენიჭა.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის აღდგენით სამუშაობში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

“ჩვენი მთავარი მიღწევა თევზის და წავის აღდგენილი პოპულაციებია, რომელთან ერთადაც კანიონში ადგილობრივი ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი არაერთი სახეობა გამოჩნდა. ყოველივე ეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხდება. ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის და უკომპრომისო ბრძოლის შედეგია და დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს ამისთვის“, – აცხადებს ზაზა გაგუა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი