ანაკლიის კონსორციუმისთვის ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს – ნათია თურნავა

მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია ამ პროექტთან მიმართებაში.

„2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი