მარტვილში, მდინარე აბაშაში სამძებრო სამუშაოების დროს, წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია. ინფორმაცია ამის შესახებ “newsportal.ge”-ს მარტვილში მყოფმა მაშველებმა დაუდასტურეს.
ელგუჯა ჯამრიშვილი საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპელეოლოგი იყო. ელგუჯა ჯამრიშვილი SDI/TDI-ის და ევროკავშირის პირველადი დახმარების ინსტრუქტორი გახლდათ. ის სხვადსხვა ჯილდოების მფლობელია, მათ შორის დაჯილდოვდა “მხედრული მამაცობისთვის”.
შეგახსენებთ, რომ წუხელ მსხვრეპლით დასრულდა მარტვილში, მდინარე აბაშაზე სამძებრო სამუშაოები, სადაც გუშინ დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ.
მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში, მდინარე აბაშაზე გუშინ, უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადახტა და დაიკარგა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა სამუშაოებს წვიმა და ადიდებული მდინარე ართულებს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები და ბათუმიდან სპეციალურად ჩამოყვანილი მყვინთავები.