მარტვილში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა

მსხვრეპლით დასრულდა მარტვილში, მდინარე აბაშაში სამძებრო სამუშაოები, სადაც გუშინ დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მაშველი დაკარგულის ოჯახმა ცხედრის მოსაძებნად სპეციალურად დაიქირავა. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მოზარდთან ერთად ამ დრომდე გრძელდება მისი ძებნაც.

შეგახსეებთ, რომ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში, მდინარე აბაშაში გუშინ, უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადახტა და  დაიკარგა. მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამმართველოს თანამშრომლები და ბათუმიდან სპეციალურად ჩამოყვანილი მყვინთავები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი