მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაგვაზაოსა და ხუნწის დამაკავშირებელი ახალი რკინა-ბეტონის ხიდი აშენდა. ახალი ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე კი 5,4 მეტრი. ასევე ხიდის ირგვლივ მოეწყო გაბიონები.
აღნიშნული ხიდის მშენებლობის დასრულების შედეგად მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა. ახალი კაპიტალური ხიდი თავისი მონაცემებით თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს.
პროექტის ღირებულება 210 000 ლარია, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო სამუსაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ჯ და ჯ”-მ განახორციელა.