მარტვილში საფეხბურთო სკოლა შენდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ახალ საფეხბურთო სკოლაში იქნება სავარჯოში დარბაზი, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და 8 ოთახი სტუმრად ჩასული სპორტსმენებისთვის. ასევე, გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე შენდება. ამ ეტაპზე, კომპლექსურად მიმდინარეობს: სადემონტაჟო სამუშაოები, კედლებისა და ტიხრების მშენებლობა, ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ელექტროობის, ვენტილაციისა და გათბობის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია: ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის აშენება, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება.

სამშენებლო სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, მარტვილის გამგებელთან ერთად დაათვალიერეს.

საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი