19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა ზუგდიდის საავადმყოფოსთან შიმშილობს

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ ზუგდიდის საავადმყოფოსთან შიმშილობა დაიწყო. ირინა წურწუმია შვილის სიკვდილში საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.

“პროკურატურამ დაგვკითხა, თუმცა არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის არავინ, არც ექსპერტიზის პასუხი ვიცით დღემდე, უკვე სამი თვე გავიდა. სანამ არმეცოდინება რატომ მოკვდა ჩემი შვილი, შიმშილობას არშევწყვეტ”, – აცხადებს წურწუმია.

შოთიკო ცირგაია, ზუგდიდის საავადმყოფოში ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა. პაციენტი 2016 წლის 30 ნოემბერს თბილისში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი