თოლორაია – “მე არ გამოვიკეტები არც კაბინეტებში და არც პარლამენტის სავარძელს მივეჯაჭვები ჩემი წინამორბედების მსგავსად”

“ქარტული -ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი, ედიშერ თოლორაია სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს. ედიშერ თოლორაია მხარდაჭერისთვის ზუგდიდის მოსახლეობას მადლობას უხდის. თოლორაიას განცხადებით, ის ყელაფერს გააკეთებს მუნიციპალიტეტის და ადგილობრივების საკეთილდღეოდ.

დეპუტატის მიმართვას “newsportal.ge” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო მეგობრებო! ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას და ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება. ამას თქვენი დახმარებით მივაღწიეთ, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. თქვენ ხართ ის ძალა, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.

მე გპირდებით, როგორც თქვენს მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქნები თქვენი ხმა საკანონმდებლო ორგანოში. პირადად მე და ყველა ჩემი მეგობარი „ქართული ოცნებიდან“ ვისაც ხალხმა გამოუცხადა ნდობა, მაქსიმალურს გააკეთებს ყველაფერს თქვენი კეთილდღეობისთვის. დავამსხვრევთ იმ სტერეოტიოპს, რომელიც დღემდე თან სდევდა მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტს. ჩვენ ვიქნებით ის ერთადერთი და გამორჩეული ძალა პარლამენტში, რომელიც თქვენზე იზრუნვებს და თქვენს ყველა პრობლემას, გასაჭირს საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანს.

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებოდი და ეს ასეც იქნება. მე არ გამოვიკეტები არც კაბინეტებში და არც პარლამენტის სავარძელს მივეჯაჭვები ჩემი წინამორბედების მსგავსად. მე ვიქნები თქვენს გვერდით და მხოლოდ თქვენს სამსახურში.

დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გაწეული ჯაფისთვის. „ქართული ოცნების“, ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი კანდიდატების გამარჯვება მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. პირადად მე, როგორც თქვენ მიერ არჩეული დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის, ჩემი მუნიციპალიტეტისა და აქ მცხოვრები თითოეული ოჯახის საკეთილდღეოდ. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!” – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის თემის მაჟორიტარობის კანდიდატს, ყოფილ გამგებელს – ედიშერ თოლორაიას მხარი არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 71,09%-მა დაუჭირა, მის კონკურენტს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს კი ამომრჩევლების 28,91% მისცა ხმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი