მეიქათონში გამარჯვებულები დააჯილდოეს

ზუგდიდის ტექნოპარკში მეიქათონის გამარჯვებულები დააჯილდოეს. სამდღიან მეიქათონში მონაწილეობა მთელი საქართველოდან შერჩეულმა 8 გუნდმა მიიღო. რომლებმაც საახალწლო ინსტალაციები წარმოადგინეს

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მეიქათონის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც უფრო მეტ ინოვაციურ და კრეატიულ პროექტს განახორციელებენ.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა 1000, 500 და 300 ლარი მიიღეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი