ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
ახალგაზრდებს ბიუროში შესვლა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მათი განცხადებით, ქვარაია არის ბიძინა ივანიშვილის მონა, რადგან ხალხს წაართვა პროპორციული სისტემა.
აქტივისტების მიზანი იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის გადაეცათ “სერთიფიკატი მონობისთვის”.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მერაბ ქვარაია ზუგდიდში არ იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.