მერის რწმუნებული კონტრაბანდისთვის დააკავეს

დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგიორის რწმუნებული, ბაჩანა ქავთარაძე დააკავეს.

ქავთარაძე ფინანსურმა პოლიციამ ზესტაფონში მაშინ აიყვანა, როცა მას კუთვნილი ავტომობილით, კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა.

საჯარო მოხელეს კონტრაბანდული საქონელი სავარაუდოდ თბილისისში რეალიზაციისთვის მიჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი