მესტიის საკრებულოს წევრი მოკლეს

მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა დღეს მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

როგორც “newsportal”-ს მესტიიდან აცნობეს, შემთხვევა ნიგურიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. დაჭრილი საკრებულოს წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა.

თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, ის ნიგურიანის მოგვარეა. “newsportal”-ის ინფორმაციით, მომხდარი წლების წინ დაწყებულ დავას უკავშირდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი