მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.  

სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. მათ და მედიის წარმომადგენლებს ეზიში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. 

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი