მინისტრმა და გუბერნატორმა დარჩელის და კოკის განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთანე ერთად სამეგრელოში განახელბული ბაღებიი დაათვალიერა.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

დარჩელის საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო, კოკის ბაღი კი საძინებლებით აღიჭურვა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

დარჩელის ბაღის შენობაში 5 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე არიან დასაქმებულები. ბაღს 140 აღსაზრდელი ჰყავს, გარდა დარჩელისა მეზობელ სოფლებსაც ემსახურება და დამატებითი ფართი ესაჭირეობა. სწორედ ამიტომ,სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება , რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, უპირობოდ გადასცეს ბინები. დევნილი ოჯახების მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღის სარგებლობაში გადავა.

საგრანტო პროგრამა ,,ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.
პროგრამის ფარგლებში, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, კიდევ 24 სოციალური პროექტი დაუფინანსდებათ.
გრანტის მიღებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სოციალური ინვესტიციის განხორციელების ადგილას პროექტის სამიზნე ბენეფიციარები ცხოვრობდნენ.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მარტოხელა მშობლები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი ოჯახის წევრები, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც მართავენ ოჯახს-დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს,ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან, ობოლ შვილიშვილებზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი