მინისტრმა ზუგდიდში წარმატებული მოსწავლეები დაასაჩუქრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდს სტუმრობდა. მინისტრი ზუგდიდის N1, N2, რუხის საჯარო სკოლას და ჯიჯის კერძო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა და სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2 470 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. 2016 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი