სალომე ზურაბიშვილის განცახდებას, მისი ოჯახის წევრებზე მუქარის შესახებ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
“არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს,ეს დიდი ალბათობით ტყუილია,როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს,პოლიცია და სუსი მათ ხელშია და მიაკვლიონ,ის კი უტყუარი ფაქტია, რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის,რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს”, – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსნებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ყოფილი სამხედროები მას და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-ში გამოძიება დაიწყო.