მიხეილ ჯანელიძე – უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა. როგორც ჯანელიძემ  განმარტა დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვაა.

”ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. არავისთვის საიდუმლო არ არის და ყველასთვის ცნობილია, რომ უმეტეს ქვეყანაში არსებობს დაპირისპირება დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ამისთვის სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია. ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო 9 თვის განმავლობაში დიასპორის მიმართულებით საქმიანობის ანგარიშს მინისტრისგან ისმენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი